p.main {text-align:justify; color:#999;}
სს ხურო


საპროექტო-სამშენებლო კომპანია სს ხურო

ყოფილი სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტი "საქქალაქმშენსახპროექტი"-ისს ქუთაისის ფილიალი – დაარსებულია 1946 წელს.

1989 წლიდან დამოუკიდებელი საპროექტო ორგანიზაცია.

1993 წლიდან – სააქციო საზოგადოება.

1996 წლიდან – სააქციო საზოგადოება – 100 % კერძო საკუთრება.

სს "ხურო"-ს მიერ, მისი არსებობის 60 წლის განმავლობაში, დაპროექტებულია დასავლეთ საქართველოს (გარდა აჭარისა და აფხაზეთისა) თითქმის ყველა ქალაქთმშენებლობითი, საბინაო-სამოქალაქო დანიშნულების, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ნაგებობების ობიექტები.

ბოლო წლებში დამუშავებულია მრავალი მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პოექტები, მათ შორის აღსანიშნავია ქალაქთმშენებლობითი, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ნაგებობების პროექტები:

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსა და ქუთაისის მერიის დაკვეთით სს "ხურო"-ს მიერ შესრულებული იქნა ქ. ქუთაისის გენერალური გეგმის წინასაპროექტო სამუშაოები: "არსებული სიტუაცია და ანალიზი", მათ შორის საინჟინრო კომუნიკაციები;

GTZ-ის/გერმანია/ დაკვეთით ქ. ქუთაისის ერთ-ერთი უბნის დეტალური დაგეგმარების პილოტ-პროექტი;

ეკონომიკის განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხდებულ ტენდერში "ქ. ქუთაისის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია" გაიმარჯვა სს "ხურო"-მ და სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დამუშავებული იქნა პროექტი - "ქ. ქუთაისის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია".

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით სს "ხურო"-ს მიერ შესრულებული იქნა წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტები: ქ. ქუთაისში, ვანში, წყალტუბოში, თერჯოლაში, ხონში.

ასევე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით სს "ხურო"-ს მიერ შესრულებული იქნა წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროექტები: ქ. ქუთაისში, ვანში, წყალტუბოში, ცაგერსი, სამტრედიაში. აღნიშნულ ობიექტებზე სს "ხურო"-ს მიერ ხორციელდებოდა საავტორო ზედამხედველობაც.

ობიექტების სრული საპროექტო დოკუმენტაცია დაცულია "ხუროს" არქივში, სადაც ინახება 20 000-ზე მეტი საპროექტო დოკუმენტაცია.

საზოგადოებას გააჩნია საწარმოო შენობა 3800 მ2 საერთო ფართით, ყველა საჭირო დამხმარე ნაგებობებითა და სათავსოებით. უზრუნველყოფილია თანამედროვე კომპიუტერული და გრაფიკული ტექნიკით. ფუნქციონირებს საპროექტო საწარმოს ყველა დანაყოფი: საინჟინრო გეოდეზიური და გეოლოგიური განყოფილებელი, არქიტექტურისა და სამშენებლო კონსტრუქციების, სანტექნიკური, ელტექნიკური, სუსტი დენების, სახარჯთაღრიცხვო და მშენებლობის ორგანიზაციის განყოფილებელი. ყველა პირობაა შექმნილი სრულფასოვანი საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავებისათვის. რაც მთავარია, ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ის პროფესიონალური კადრები, რომლებსაც შეუძლიათ უზრუნველყონ თანამედროვე დონის პროექტების დამუშავება.